კლინიკური სტაჟირება - ათათურქის უნივერსიტეტი

კლინიკური სტაჟირება - ათათურქის უნივერსიტეტი

🗓️ 2025-03-20

თსა-ს სტუდენტების საყურადღებოდ!
შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს რეგისტრაცია საზაფხულო კლინიკური სტაჟირების პროგრამებზე შემდეგ საუნივერსიტეტო კლინიკებში:
 
ათათურქის უნივერსიტეტი (Ataturk University) თურქეთი
 

  • პროგრამის ხანგრძლივობა - 3 კვირა
  • სტაჟირება ხორციელდება თსა-ს ნაწილობრივი ფინანსური მხარდაჭერით და ითვალისწინებს მგზავრობის (ავტობუსი) და საერთო საცხოვრებელში განთავსების ხარჯებს 
  • პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ თსა-ს მედიცინის და უცხოენოვანი მედიცინის პროგრამის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ III და მომდევნო სემესტრებში და რომელთა სემესტრული GPA-ც აღემატება 2.0-ს


    რეგისტრაცია მიმდინარეობს 24 მარტამდე

    კანდიდატების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი განაცხადის და გასაუბრების საფუძველზე, თსა-ს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.


    რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/K7tYokMA95NgAkVD8

    დამატებითი კითხვებისთვის: international@tma.edu.ge