სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!

სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!

🗓️ 2025-03-27

სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების რიგით მეორე კონკურსი გამოცხადდა.

პროექტი უნდა შეესაბამებოდეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან ერთ-ერთს (SDGs) (https://sdgs.un.org/goals), და/ან უნდა ეხმიანებოდეს თსა-ს სტრატეგიული განვითარების გეგმაში გაწერილ სფეროებს: 

(1) საზოგადოებრივი ჩართულობა 

(2) ცნობიერების ამაღლება ჯანმრთელობის საკითხებზე და ადვოკატირება 

(3) გარემო და პლანეტური ჯანმრთელობა.

საგრანტო პროექტის წარდგენის ვადაა: 2 მაისი, 2025

წარმდგენი: წარმდგენი უნდა იყოს თსა-ს სტუდენტი ან სტუდენტთა ჯგუფი. პროექტში მონაწილეების როლები და პასუხისმგებლობები უნდა იყოს გაწერილი.

მისასალმებელია თსა-ს აკადემიურ ან მოწვეული პერსონალის მრჩევლის როლში ჩართვა პროექტებში. ეს ხელს შეუწყობს თსა-ს კულტურის განვითარებას და გააძლიერებს აკადემიის ერთობას. 

პროექტების ხანგრძლივობა: მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 6 თვე. პროექტების განხორციელების პროცესში, განმცხადებლები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ პროგრესის ამსახველი შუალედური და საბოლოო ანგარიშები პროექტების ხანგრძლივობის გათვალისწინებით.

ბიუჯეტი: თითიოეული პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.

ბიუჯეტი არ ითვალისწინებს სახელფასო ჰონორარს. გამარჯვებული პროექტის ავტორებთან გაფორმდება ხელშეკრულება.


საგრანტო წინადადებები მიიღება არა უგვიანეს 2025 წლის 2 მაისისა, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:  studentgrants@tma.edu.ge. გამოგზავნილი წერილის სათაურში (subject line) მითითებული უნდა იყოს „Competition for Social and Cultural Student projects“.

პირველი სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულები პროექტებია:

  • “პლანეტარული ჯანმრთელობა და ნარჩენების მართვა”

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობას და ინფორმირებას გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების საკითხებზე, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და აქტიურ მონაწილეობას მდგრადი განვითარების გზებში.

  • “საფრთხის ჩურჩული: დეციბელის ეფექტის შესწავლა გულისცემაზე”

პროექტი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო ფილმის შექმნას, რომელიც იკვლევს ხმოვან დაბინძურებასა და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას შორის კავშირს, რათა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებით წვლილი შეიტანოს მდგრადი და ჯანსაღი ქალაქის შექმნაში.

  • “Special Needs Support”

პროექტი მიზნად ისახავს შშმ პირების საზოგადოებაში ადაპტაციისა და ინტეგრაციის ხელშეწყობას, რაც ხელს შეუწყობს მათ აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ხელსაყრელ გარემოს შექმნის თანასწორობის, სოლიდარობის და ერთიანობის ხელშეწყობისთვის.

  • “სტუდენტები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის”

პროექტი მიზნად ისახავს გურჯაანის რეგიონში (კახეთი) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პირველადი გადაუდებელი დახმარების უნარ-ჩვევების სწავლებას, მათ შორის სკრინინგის ჩატარებით და ვორკშოპების ორგანიზებით, რათა შემცირდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკები.

  • “VitalCare”

პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის სანდო სამედიცინო ინფორმაციის მიწოდებას, რათა ხელი შეუწყოს ადამიანებს გადაუდებელ სიტუაციებში დროულ და სწორ რეაგირებაში, და თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებმა გაუზიარონ ის ცოდნა, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებს იზრუნონ სხვა ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებაზე.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: studentgrants@tma.edu.ge 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და დანართი იხილეთ ბმული ფაილების სახით.

კონკურსის შესახებ

დანართი