თანასწორი საზოგადოება, სადაც ქრომოსომები არ განსაზღვრავენ ურთიერთობებს - ამ სლოგანის გარშემო გაერთიანდნენ თსა-ს სტუდენტები და დაუნის სინდრომისა და აუტიზმის მქონე მოზარდებს აკადემიაში უმასპინძლეს.
ვიზიტის ფარგლებში, აკადემიის საგამოფენო სივრცეში საჯარო ლექცია გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ ჯანმრთელობის და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, „გიგოს ფონდის“ დირექტორი, რუსუდან მღებრიშვილი.
საუბრის ძირითადი თემა იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა. “მნიშვნელოვანია, ვიცხოვროთ საზოგადოებაში, სადაც თანასწორობა და პატივისცემა განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობებს და არა ქრომოსომები. თითოეული ადამიანი უნიკალურია თავისი ბუნებით, და სწორედ ეს მრავალფეროვნება აძლიერებს ჩვენს საზოგადოებას" - აღნიშნა თსა-ს ერთ-ერთმა სტუდენტმა გიორგი გელაძემ.
ვიზიტის ფარგლებში, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიასა და საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია ასოციაციასა და თსა-ს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აკადემიის სტუდენტებს მოხალისეობრივი აქტივობების განხორციელების გზით გაიღრმაონ პროფესიული უნარ-ჩვევები, ხოლო მეორე მხრივ, გააძლიეროს ასოციაციის ბენეფიციართა მხარდამჭერი გარემო.
გარდა ამისა, აკადემიის სტუმრებმა დაათვალიერეს თსა-ს კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი და ადგილზე გაეცნენ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებს.
თსა 2021 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს ორგანიზაციებთან, რომლებიც დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებზე ზრუნავენ მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის გაძლიერების მიზნით. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები თსა-ს სტუდენტები. „როდესაც ვასწავლით და ვსწავლობთ ერთმანეთისგან, ვქმნით ძლიერ სახელმწიფოს, სადაც ყველას ექნება განვითარების უკეთესი შესაძლებლობა. ამ ადამიანებთან ურთიერთობა გვასწავლის გულწრფელობას, სითბოს და იმ უბრალო ბედნიერებას, რომელსაც ხშირად ყოველდღიურობაში ვერც კი ვამჩნევთ. სწორედ ინკლუზიური, მხარდამჭერი და ჰუმანური საზოგადოება არის ჩვენი საერთო მომავალი” - აღნიშნა ღონისძიების მონაწილე სტუდენტმა, გიორგი გელაძემ.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
