დღეს მსოფლიო აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, თსა-მ თბილისის აუტიზმის ცენტრ “პირამიდას” ბენეფიციარ ბავშვებს უმასპინძლა.
ღონისძიება თსა-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კლუბის ინიციატივით განხორციელდა.
ბავშვებმა სტუდენტების ჩართულობით სხვადასხვა სახალისო და განმავითარებელ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.
„ძალიან გვიხარია, რომ მოგვიწვიეთ თქვენთან. ვინაიდან, ზოგადად, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მედიცინის სტუდენტებისთვის, რადგან ხშირ შემთხვევაში ამ სპექტრის მქონე ბავშვებს აქვთ შფოთვა ექიმებისა და სამედიცინო ინსტრუმენტების მიმართ. შესაბამისად, ის რომ სტუდენტებს ზოგადად ჰქონდეთ წარმოდგენა რას გულისხმობს სპექტრი, როგორ შეიძლება მივუდგეთ ამ ბავშვებს, ძალიან მნიშვნელოვანია. თამაშით დაინტერესება, არა მხოლოდ სპექტრში, არამედ ჩვეულებრივ, ტიპური განვითარების ბავშვებთანაც წამყვანია. აქ, ახლა, ძალიან კარგი გარემოა შექმნილი. ბავშვები მშვიდად არიან, ჩართულები არიან, გუნდურად მუშაობენ და ეს ძალიან მომწონს. ის, რომ რამდენიმე სტუდენტია გადანაწილებული თითოეულ ბავშვთან და ჩართული არიან მათთან ერთად პროცესში, ესეც ძალიან მისასალმებელია“ - განაცხადა თბილისის აუტიზმის ცენტრის „პირამიდას“ ქცევითმა თერაპევტმა, მარიამ ავქოფაშვილმა.
შეხვედრაზე, თსა-ს სტუდენტებმა ასევე წარადგინეს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტური ასოციაცია, რომლის ფარგლებშიც დაარსდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კლუბი. სტუდენტებმა ისაუბრეს ასოციაციის სამომავლო გეგმებსა და აქტივობებზე.
„აუტიზმის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც მედიცინის სტუდენტებისთვის. ვიცით, რომ ჩვენს გარშემო არსებობს ნეირომრავალფეროვნება და როგორც მომავალ ექიმებს, გვმართებს მეტად ვიზრუნოთ ამ მიმართულებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაზე, შევქმნათ მათთვის უფრო ემპათიური გარემო და შევეცადოთ გავხადოთ მათი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტური ასოციაცია და თსა-ში ჩვენ მიერ დაარსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის კლუბი, სწორედ ამ მისიას ეხმიანება - დავეხმაროთ მათ, ავამაღლოთ ცნობიერება, ვიყოთ ჩართულნი და გამოვეხმაუროთ მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის ყველა ცვლილებას“ - აღნიშნა თსა-ს სტუდენტმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტური კლუბის ხელმძღვანელმა, ანა გაბრიჭიძემ.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
