თსა-ს ISR/CSR აქტივობები

თსა-ს ISR/CSR აქტივობები

🗓️ 2025-04-08

თსა-ს როლი საზოგადოებაში განათლებისა და კვლევის მიღმა - აკადემიის ინსტიტუციური კულტურის განვითარებისა და ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით ვორქშოპი გაიმართა.

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა სოციალური პასუხისმგებლობის (ISR/CSR) იმ აქტივობების გაცნობას, რასაც თსა ინსტიტუციური კულტურის დეპარტამენტი ახორციელებს.

ვორქშოპს ესწრებოდნენ აკადემიური და მოწვეული ლექტორები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 

შეხვედრის ფარგლებში ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა მაღლაკელიძემ მონაწილეებს გააცნო განათლებისა და კვლევის მიღმა აკადემიის როლი საზოგადოებაში. ისაუბრა თსა-ს მიერ უკვე განხორციელებული და მიმდინარე სოციალური პროექტების შესახებ, რაც მათთვის შთაგონების წყარო გახდა მომავლი იდეების დასაგეგმად.

ჯგუფებში გაერთიანებულმა მონაწილეებმა ერთობლივად განავითარეს კრეატიული იდეები და წარმოადგინეს პროექტების საინტერესო კონცეფციები, რომლებიც სოციალურ და კულტურულ ცვლილებებს ემსახურება.