თსა-მ “მეხსიერების კაფეს“ წარმომადგენლებს უმასპინძლა. ეს არის პროექტი, რომელიც შეიქმნა ახალგაზრდების მიერ და მიზნად ისახავს ალცჰაიმერის შესახებ ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში. შეხვედრა ალცჰაიმერის კლუბის ინიციატივით გაიმართა, სადაც განიხილეს პროექტის კონცეფცია და მისი როლი ალცჰაიმერის დაავადების ირგვლივ უკვე არსებული მიდგომების გასაუმჯობესებლად.
მეხსიერების კაფეს თანადამფუძნებლის, ბარბარე გახარიას თქმით, მედიცინის სტუდენტები, კერძოდ კი, თსა-ს ალცჰაიმერის კლუბის წევრები სწორედ ის აუდიტორიაა, ვინც დაეხმარებათ მათ ინფორმაციის სწორად გავრცელებაში. “კლუბის წევრების “მეხსიერების კაფეს” ინიციატივით დაინტერესების შემთხვევაში, პოტენციურად გაიზრდება ჩვენი კაფეს საინიციატივო ჯგუფი და უფრო მეტი თემის წევრი შეძლებს ჩვენ მიერ დაგეგმილი ღონისძიებებით და შეხვედრებით სარგებლის მიღებას. ვგულისხმობთ როგორც პაციენტთა მხარდაჭერას, ასევე დემენციის მქონე პირების სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას, სოციალიზაციას კაფეს გარემოში და ა.შ. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში თსა-ს სტუდენტებიც შემოგვიერთდებიან და ერთობლივადაც განვახორციელებთ აქტივობებს” - აღნიშნა ბარბარე გახარიამ.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
