თსა-ს კარიერული განვითარების სამსახურის ინიციატივით PLAB/UKMLE-ის ვორქშოპი გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა აკადემიის ერთ-ერთი გამორჩეული კურსდამთავრებული – აჯინკია ქულკარნი, რომელიც ამჟამად მუშაობს ბელფასტში, დიდ ბრიტანეთში, შინაგანი მედიცინის მიმართულებით.
აჯინკიამ თსა-ს სტუდნტებს გაუზიარა ინფორმაცია PLAB/UKMLE-ის გამოცდასთან დაკავშირებით, კეძოდ, რა პროცედურები უნდა გაიაროს გამოცდის ჩაბარების მსურველმა პირმა, რა ლიტერატურით უნდა იხელმძღვანელოს, როგორია მომზადების ეტაპები, ხანგრძლივობა და ა.შ. გარდა ამისა, ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე და კარიერულ შესაძლებლობებზე დიდ ბრიტანეთში.
„სემინარი საკმაოდ ინფორმაციული იყო, განსაკუთრებით განაცხადის შევსების თითოეული ეტაპის უკეთ გასაგებად. ჩვენმა კურსდამთავრებულმა გაგვიზიარა ისეთი ხრიკები, რაც ერთნაირად საინტერესო იყო როგორც საერთაშორისო, ასევე ქართველი სტუდუდენტებისთვის. ვფიქრობ, ეს სემინარი ძალიან სასარგებლო იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში“ - აღნიშნა თსა-ს სტუდენტმა სირილ ბაბუ-ჩაკომ.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
