ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევაში, შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კვლევაში ორ გერმანელ სტუდენტთან ერთად და ერთობლივად იმუშაონ კვლევით პროექტზე „ჰაერის დაბინძურების შედეგების ანალიზი და დამუშავება”.
ძირითადი ინფორმაცია:
ზემოაღნიშნული კვლევითი პროექტი განხორციელდება Engagement Global ASA-პროგრამის ფარგლებში, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს გერმანიიდან განახორციელონ კვლევა ერთ-ერთ პარტნიორ ქვეყანაში. ASA პროგრამა არის განვითარების სასწავლო და კვალიფიკაციის პროგრამა. ამჯერად მასპინძელი უნივერსიტეტი პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია იქნება.
ინფორმაცია პროექტის შესახებ
პროექტის მიზნები:
- თბილისში მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ინფორმირებულობისა და ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ქცევის გამომუშავება, რაც დაკავშირებულია ჰაერის დაბინძურებასთან, რომელიც წარმოადგენს არაგადამდები დაავადებების (NCD), კერძოდ, ქრონიკული რესპირატორული დაავადებების (CRDs) რისკფაქტორს;
- ადგილობრივი ჯანდაცვის პოლიტიკის გაუმჯობესება NCD (რისკის) პრევენციის შესახებ, განსაკუთრებით ჰაერის დაბინძურებისა და შემცირებული რისკის ფაქტორების გავრცელების შესახებ. ეს მიიღწევა პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის საფუძველზე.
პროექტის პარტნიორები:
ბერლინის აკონის მეცნიერებათა უნივერსიტეტი (akkon-hochschule.de).
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (tma.edu.ge).
პროექტის განხორციელების ეტაპი (გერმანიის გუნდი):
2025 წლის ივნისი-აგვისტო. აკკონის უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისში ჩამოსვლამდე მოსამზადებელ ეტაპს გაივლიან.
პროექტის ეტაპი გერმანიაში:
- ჰაერის დაბინძურების მავნებლობის შესახებ ლიტერატურის მიმოხილვა
- საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმოხილვა
- ჯანმრთელობის სოციალური, გარემოსდაცვითი და კულტურული დეტერმინანტების ასპექტების განსაზღვრა
- კითხვარისა და კვლევის მონაწილეებთან ინტერვიუს გაშიფვრა
- ჯანმრთელობის ხელშეწყობის კამპანიის მასალის შემუშავება (ბროშურები, პოსტერები, ბუკლეტები)
- პრეზენტაციის წარდგენა ახალგაზრდა საერთაშორისო მკვლევართა სიმპოზიუმი გლობალური ჯანმრთელობის შესახებ - მსოფლიო ჯანდაცვის სამიტის სატელიტი სიმპოზიუმი, ბერლინი
პროექტის განხორციელების ეტაპი თბილისში:
2025 წლის სექტემბერი-დეკემბერი. სტუდენტები გერმანიიდან განახორციელებენ საველე სამუშაოებს და ჩაერთვებიან პროექტის რეზიუმეს შედენასა და კვლევით ნაშრომში.
პროექტის განხორციელების ეტაპი (საქართველოს გუნდი):
- ტრენინგი ფოტოგრაფიაში
- კითხვარისა და თემის მიმართულების განსაზღვრა
- კვლევის არეალში მცხოვრებ მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია - მონაცემების შეგროვება (გამოკითხვა, ინტერვიუ და ფოტოგადაღება)
- შეგროვებულ მონაცემებზე მუშაობა (სტატისტიკა)
- ფოკუსირებული ჯგუფები კვლევაში მონაწილე სტუდენტებთან მათი გამოცდილების გასაზიარებლად
- სტატიის მომზადება კვლევისთვის
- შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ჯანმრთელობის ხელშეწყობის კამპანიების გზავნილების შემუშავება
- კვლევაზე დაყრდნობით პოლიტიკის შემუშავება
- შეხვედრა შედეგების დისემინაციის მიზნით
სტუდენტები თსა-დან:
თსა-ს ორ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა შეუერთდეს აკონის უნივერსიტეტის სტუდენტებს ამ პროექტში. ზაფხულში მათ ექნებათ ონლაინ შეხვედრები, ხოლო როგორც კი გერმანელი სტუდენტები საქართველოში ჩამოვლენ კვლევის ფარგლებში გათვალისწინებული ვიზიტით, თსა-ს სტუდენტები დაეხმარებიან მათ პროექტის განხორციელებაში.
კრიტერიუმები თსა-დან დაინტერესებული სტუდენტებისთვის:
1-2025 წლის სექტემბრიდან სტუდენტი უნდა იყოს მე-4, მე-5 ან მე-6 კურსზე
2- სამოტივაციო წერილისა და რეზიუმეს წარმოდგენა, ასევე მიუთითეთ მსგავსი ტიპის ინიციატივებში/კვლევებში მონაწილეობის გამოცდილება, ასეთის არსებობის შემთხვევაში
3- ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა სავალდებულოა. ასევე, შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება აპლიკანტი სტუდენტების აკადემიური მოსწრება.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგზავნოთ მიმდინარე წლის 9 მაისამდე შემდეგ ელ.ფოსტაზე: m.maglakelidze@tma.edu.ge
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
