პირველადი გადაუდებელი დახმარების ვორქშოპები გრძელდება. ამჯერად თსა-ს გუნდი სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ს ეწვია. როგორ უნდა აღმოვუჩინოთ ადამიანს პირველადი გადაუდებელი დახმარება პრე-ჰოსპიტალურ დონეზე - გიმნაზიის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სწორედ ამ თემაზე ესაუბრნენ აკადემიის წარმომადგენლები და სტუდენტები.
ვორქშოპის მონაწილე მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მიეღოთ და ადგილზე შეეძინათ პირველადი გადაუდებელი დახმარების საბაზისო უნარები. “ეს იყო ჩვენი დიდი ხნის ოცნება, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული ნაწილიც განგვეხორციელებინა. ვინაიდან, ჩვენ არ გვაქვს მულაჟები, შესაბამისად, ბავშვებსაც არ ეძლევათ შესაძლებლობა პრაქტიკაში გადაიტანონ მიღებული ცოდნა. ამიტომ, ძალიან გვინდოდა, რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო” - აღნიშნა ბიოლოგიის და ბუნებისმეტყველების პედაგოგმა თინათინ ლაღიძემ. მისი თქმით, ბავშვების მოთხოვნისა და ინტერესის გათვალისწინებით, წელს სკოლაში დააარსეს პირველადი გადაუდებელი დახმარების კლუბი, რომლის მიზანია კლუბის წევრმა მოსწავლეებმა შეიძინონ საბაზისო უნარები, რომელსაც შემდგომ უკვე უმცროსკლასელებსაც გაუზიარებენ.
ვორქშოპის მონაწილე მოსწავლეებს გარდა პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგისა, შესაძლებლობა მიეცათ ინფორმაცია მიეღოთ თსა-ს სასწავლო და გაცვლითი პროგრამების, დაფინანსების თუ სხვადასხვა ექსტრაკურიკულური აქტივობების შესახებ.
ვორქშოპი Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის - „LIFESTRAND“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტების პერსონალისთვის, სტუდენტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის პირველადი დახმარების უნარების სწავლებას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. ასევე, პოტენციურად მაღალი მილიტარისტული რისკის ზონებში მაცხოვრებელი მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალდა, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების სწავლებას.
პროექტი „LIFESTRAND“, შეიქმნა, დაიგეგმა და ხორციელდება უშუალოდ თსა-ს კოორდინირებით. პროექტი აერთიანებს საქართველოს, უკრაინის, ესპანეთისა და პორტუგალიის 9 უნივერსიტეტს.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
