„თეთრი შუქი: საღამო ძვლის კიბოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად“

„თეთრი შუქი: საღამო ძვლის კიბოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად“

🗓️ 2025-05-19

ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის საქართველოს სტუდენტურმა ასოციაციამ (GSAOT) თსა-ს საგამოფენო სივრცეში ღონისძიებას უმასპინძლა, რომელიც ძვლის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა. 

„თეთრი შუქი: საღამო ძვლის კიბოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად“ - ამ საქველმოქმედო ღონისძიებამ გააერთიანა სტუდენტები, მთხრობელები და გადაწყვეტილების მიმღები პირები ერთი საერთო მიზნის გარშემო, სოლიდარობა გამოეხატათ ძვლის კიბოთი დაზარალებულთა მიმართ.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო „Open Mic“ საქველმოქმედო ღონისძიება, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა მიეცათ გამოეხატათ თავიანთი აზრი. ზოგიერთმა საკუთარ განვლილ ურთიერთობებზე ისაუბრა, ზოგმა კი საყვარელი სიმღერა შეასრულა, ზოგმა იხუმრა, ზოგმა კი უბრალოდ დააფიქსირა თავისი აზრი. თუმცა, მთავარი იყო ის, რომ თითოეულ ხმას ერთი რამ ჰქონდა საერთო: გულწრფელი სურვილი წვლილი შეეტანათ ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში. სცენაზე ყოფნის ყოველმა წუთმა ხელი შეუწყო თანხის შეგროვებას და უფრო მეტიც, კიდევ უფრო გააერთიანა საზოგადოება საერთო მიზნისთვის.

ღონისძიების მონაწილეებმა გარკვეული თანხა შეაგროვეს, რომელიც სრულად გადაირიცხა შვეიცარიის კიბოს საერთაშორისო ფონდში. ფონდი მხარს უჭერს ონკოლოგიური მიმართულების კვლევებს, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობასა და პაციენტებზე ზრუნვას მთელს მსოფლიოში. ღონისძიება კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო იმის გათვალისწინებით, რომ მასში მონაწილეობა მიიღეს და სოლიდარობა გამოხატეს ისეთმა ორგანიზაციებმა როგორიცაა:

ASRU (Alte Students Research Unit), Beyond Birth, ClinNova International, DTMU Library Friends Club, EduGradient, GAIMS Georgia, GIMSOC, GISMUN, IHI Student Club (GAU), IMG Unity, INCREDOC, Medical Innovations Community, MedVentures, That Pediatric Place.

სტუდენტებისა და ორგანიზაციების მონაწილეობამ, ეს საქველმოქმედო ღონისძიება იმედისა და საყოველთაო ზეიმის ერთობლიობად გადააქცია.