თსა-ს გუნდი აგრძელებს პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგებს. ამჯერად, აკადემიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლას ესტუმრნენ.
ვორქშოპის მონაწილე მოსწავლეებს თსა-ს სტუდენტებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც გაუზიარეს და შესაძლებლობა მისცეს მულაჟებზე თავად ჩაეტარებინათ მანიპულაციები.
ვორქშოპი Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის - „LIFESTRAND“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტების პერსონალისთვის, სტუდენტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის პირველადი დახმარების უნარების სწავლებას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. ასევე, პოტენციურად მაღალი მილიტარისტული რისკის ზონებში მაცხოვრებელი მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალდა, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების სწავლებას.
პროექტი „LIFESTRAND“, შეიქმნა, დაიგეგმა და ხორციელდება უშუალოდ თსა-ს კოორდინირებით. პროექტი აერთიანებს საქართველოს, უკრაინის, ესპანეთისა და პორტუგალიის 9 უნივერსიტეტს.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
