რა სიმპტომები ახასიათებს ფსიქიკურ აშლილობას და რა გავლენას ახდენს იგი ადამიანის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე - თსა-ს სტუდენტებს ამ თემებზე ფსიქოთერაპევტი ანუკა ჯორბენაძე ესაუბრა.
შეხვედრაზე მოწვეულმა პრაქტიკოსმა ფსიქოთერაპევტმა ისაუბრა დროული მიმართვისა და დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე. ასევე, სხვადასხვა თერაპიულ ტექნიკაზე და ფსიქოსოციალური მხარდამჭერი გარემოს არსებობის მნიშვნელობაზე.
დროული მკურნალობა ფსიქიკური აშლილობების შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მასზე დამოკიდებულია ინდივიდის ფსიქოსოციალური ფუნქციონირების აღდგენის ხარისხი, ასევე, ცხოვრების ხარისხი და გრძელვადიანი პროგნოზი.
ფსიქიკური აშლილობა არის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ინდივიდის კოგნიტიურ, ემოციურ და ქცევით ფუნქციონირებაზე, რის შედეგადაც ირღვევა მისი პიროვნული, სოციალური ან პროფესიული ადაპტაცია. ეს დარღვევები შეიძლება იყოს დროებითი ან ქრონიკული და განსხვავდება ინტენსივობითა და სიმპტომების სიღრმით.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
