პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი ახალციხეში

პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი ახალციხეში

🗓️ 2025-06-06

თსა-ს გუნდი განაგრძობს პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგებს. ამჯერად, აკადემიის პერსონალი და სტუდენტები ქალაქ ახალციხის ჯერძო სკოლა “მზექას” სტუმრობდნენ.

პირველადი გადაუდებელი დახმარების საბაზისო უნარების ცოდნა არა მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის, არამედ ნებისმიერი ჩვენგანისთვის აუცილებელია. რა უნდა ვიცოდეთ და როგორ უნდა მოვიქცეთ კტირიკულ ვითარებაში?

სწორედ ამ კითხვებს გასცეს პასუხები თსა-ს სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცეს მულაჟებზე თავად ჩაეტარებინათ მანიპულაციები.

ვორქშოპი Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის - „LIFESTRAND“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტების პერსონალისთვის, სტუდენტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის პირველადი დახმარების უნარების სწავლებას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. ასევე, პოტენციურად მაღალი მილიტარისტული რისკის ზონებში მაცხოვრებელი მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალდა, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების სწავლებას.

პროექტი „LIFESTRAND“, შეიქმნა, დაიგეგმა და ხორციელდება უშუალოდ თსა-ს კოორდინირებით. პროექტი აერთიანებს საქართველოს, უკრაინის, ესპანეთისა და პორტუგალიის 9 უნივერსიტეტს.