პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) გთავაზობთ უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტაციის ევროპული საბჭოს (European Accreditation Council of Continuous Medical Education EACCME®) მიერ აკრედიტირებულ ოთხ დღიან ტრენინგ კურსს (15 CME კრედიტით): „VOSCE (ვირტუალური OSCE) - “ციფრული ინსტრუმენტი მედიცინის სკოლის/ფაკულტეტის სტუდენტების კლინიკური მსჯელობის უნარის ობიექტურად სტრუქტურირებული შეფასებისათვის”.
ტრენინგის პერიოდია 2025 წლის 8-11 ივლისი და კურსი განკუთვნილია სამედიცინო განათლების მქონე ნებისმიერი პირისათვის, მიუხედავად მათი გამოცდილებისა. განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჩართულია სტუდენტების სწავლებასა და შეფასებაში.
ტრენინგ-კურსის მიზანია სამედიცინო სკოლის/ფაკულტეტის სტუდენტების კლინიკური მსჯელობის უნარის შესაფასებლად ობიექტურად სტრუქტურირებული ციფრული ინსტრუმენტის - (ვირტუალური OSCE/VOSCE) გაცნობა.
ტრენინგის ფარგლებში თეორიული მასალის გაცნობასთან ერთად მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჯგუფურად მოამზადოთ დავალებები ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდისთვის და ასევე დაესწრონ შესაბამის გამოცდებს აკადემიაში (VOSCE და OSCE).
ტრენინგ კურსი მომზადდა თსა-ს პროფესორების მიერ (სპეციალისტები სამედიცინო განათლებაში) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - SAFEMED+ Simulation in Undergraduate MEDical Education for Improvement of Safety and Quality of Patient Care გამოცდილების მიხედვით. SAFEMED+-ის პროექტის მიზანს წარმოადგენდა სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესება, კლინიკური უნარების სწავლების მოდერნიზაცია და კურიკულუმში დანერგვა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი შესაბამისი EACCME კრედიტ ქულებით.
საქართველოს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო აღიარებს EACCME აკრედიტაციას.
ინსტრუქციის ენა - ინგლისური.
ტრენინგზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია - https://docs.google.com/forms/d/1owMjdQXNE56aZcvOwc278x-aIoWcyK4ygz-4PzXp4XE/edit?ts=67e27d4e
ტრენინგის პროგრამა იხილეთ აკადემიის ვებგვერდზე - https://tma.edu.ge/vosce2
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
