თსა-ს წარმომადგენლებმა EUA-ს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე

თსა-ს წარმომადგენლებმა EUA-ს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე

🗓️ 2025-06-12

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) თემატური ჯგუფის პირველ სამუშაო შეხვედრას კოტ დ’აზურის უნივერსიტეტმა უმასპინძლა (ნიცა, საფრანგეთი). 

სწავლა-სწავლების, პერსონალის განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის თემატური სამუშაო ჯგუფის მიზანია ევროპის უნივერსიტეტებში სწავლა - სწავლების მიმართულებით პერსონალის განვითარების ხელშესაწყობად არსებული გამოწვევებისა და საუკეთესო პრაქტიკის განხილვა. ასევე, პერსონალის განვითარებაზე ორიენტირებული ტრანსნაციონალური თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავება.

EUA-ს თემატურ სამუშაო ჯგუფში აკადემიას წარმოადგენენ თსა-ს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი  მაკა ზარნაძე და სამედიცინო განათლებისა და კვლევის სპეციალისტი დეა გოდერძიშვილი. 

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის თემატურ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა თსა-ს შესაძლებლობას აძლევს გამოცდილება მიიღოს ევროპის უნივერსიტეტებში პერსონალის განვითარების შესახებ. ამასთან, გააზიაროს საკუთარი გამოცდილება ამ მიმართულებით და შესაბამისად ჩაერთოს EUA-ს პოლიტიკის შემუშავებაში. კერძოდ, პერსონალის განვითარების გზით სწავლა-სწავლების  ხარისხის  გაუმჯობესების მიმართულებით, რაც ბოლონიის პროცესით არის გათვალისწინებული.  

EUA სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედის ევროპის 10 უნივერსიტეტის, მათ შორის: შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ავსტრიის, ესპანეთის, კოსოვოს, ალბანეთის, სომხეთის და უკრაინის 20 წარმომადგენელი. 

თემატური ჯგუფის მუშაობის შედეგები წარდგენილი იქნება EUA-ს ყოველწლიურ ევროპულ ფორუმზე ლისაბონში 2026 წლის თებერვალში.