თბილისის სამედიცინო აკადემიამ პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯის საპატიო პროფესორს, ჯეიმს კონორს უმასპინძლა, რომელმაც თსა-ს სტუდენტებისთვის, აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „როგორ მოქმედებს რკინა ჯანმრთელ ტვინზე“.
მომხსენებელმა განიხილა რკინის როლი ნეირობიოლოგიურ პროცესებში და ჯანმრთელი ტვინის ფუნქციონირებაში. ასევე, ისაუბრა ამ ქიმიური ელემენტის პოტენციურ გავლენაზე ნევროლოგიურ დაავადებათა განვითარებასა და მიმდინარეობაზე. პროფესორმა კონორმა მიმოიხილა ბოლო წლების კვლევები და ის მექანიზმები, რომლებიც განსაზღვრავს რკინის როლს ტვინის მეტაბოლიზმსა და ნეიროგენეზში.
საჯარო ლექცია, რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა მიზნად ისახავდა სტუდენტებისა და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობას თემატურ საერთაშორისო სამეცნიერო განხილვაში.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
