თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს არჩევნებს განახლებულ სტუდენტურ აკადემიაში!
არჩევნების გზით შეირჩევა ორი სტუდენტი: ერთი საქართველოს მოქალაქე სტუდენტი და ერთი საერთაშორისო სტუდენტი, რომლებიც დაიკავებენ სტუდენტური აკადემიის ამბასადორიების პოზიციას ერთი წლის განმავლობაში.
კანდიდატურების წარდგენა განხორციელდება ელექტრონულად 2025 წლის 16 ივნისიდან 2025 წლის 22 ივნისის ჩათვლით.
არჩეული სტუდენტები ხელმძღვანელის პოზიციას იკავებენ ერთი წლის ვადით. დაუშვებელია ერთი და იმავე სტუდენტის იგივე პოზიციაზე ზედიზედ 2 წლის ვადით არჩევა.
კანდიდატურის წარმდგენი პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- სტუდენტის აკადემიური მოსწრება (GPA) არ უნდა იყოს 1.5 -ზე ნაკლები.
- კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს დისციპლინური გადაცდომის ისტორია (დისციპლინური გადაცდომის ისტორია ავტომატურად გამოიწვევს კანდიდატის დისკვალიფიკაციას).
- კანდიდატი არ უნდა იყოს გამოვლენილი ბულინგში ან სხვა სახის არაეთიკურ ქცევაში.
კანდიდატებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- მოკლე ბიოგრაფია, რომელიც აღწერს კანდიდატის მოხალისეობრივ საქმიანობას, ლიდერობის გამოცდილებას და ასევე, მოიცავს სხვა დამატებით ინფორმაციას, რაც კანდიდატის სასარგებლოდ იმოქმედებს (არაუმეტეს 300 სიტყვისა).
- სამოტივაციო წერილი (რა ხედვა აქვს კანდიდატს სტუდენტურ აკადემიასთან დაკავშირებით და რატომ წარადგენს საკუთარ კანდიდატურას (არაუმეტეს 300 სიტყვისა).
- სტუდენტური აკადემიის დეტალური სამოქმედო გეგმა მომდევნო 1 წლის პერიოდისათვის; თუ რა მიზნებს და ამოცანებს ისახავს კანდიდატი სტუდენტური აკადემიის ეფექტიანი მუშაობისთვის და რა კონკრეტულ ღონისძიებებს შესთავაზებს აკადემიას აღნიშნული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად (დოკუმენტი არ უნდა აღემატებოდეს 3 გვერდს).
- ფოტოსურათი, რომელიც დოკუმენტებთან ერთად უნდა აიტვირთოს სისტემაში.
შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაცია (ბიოგრაფია, სამოქმედო გეგმა, ფოტოსურათი) განთავსდება ვებგვერდზე. კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის პერიოდში შეეძლებათ დაამატონ ახალი ინფორმაცია (ფოტოები/ვიდეოები) საკუთარი თავის შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ მეტი ხმის მოპოვებაში.
რეგისტრაცია:
კანდიდატები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე
რეგისტრაციის ვადის ამოწურვის მომენტისათვის არასრულად წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმის შემთხვევაში, კანდიდატი მოიხსნება არჩევნებიდან.
ვადაგადაცილებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.
არჩევნების დღე:
- არჩევნები ჩატარდება ელექტრონულად, Google Forms-ის მეშვეობით. ხმის მიცემის უფლება ექნებათ სტუდენტებს მხოლოდ თსა-ს ელ-ფოსტის გამოყენებით.
- გამარჯვებულები იქნებიან ის სტუდენტები, რომელთაც ექნებათ მოპოვებული ყველაზე მეტი ხმა.
- არჩევნებზე მიღებული შედეგები ჩაითვლება ვალიდურად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს თსა-ს სტუდენტების არანაკლებ 10%.
არჩევნების პროცესში მნიშვნელოვანი თარიღები:
- კანდიდატურების რეგისტრაციის პერიოდი - 2025 წლის 16 – 22 ივნისი.
- მიღებული განაცხადების განხილვა/გადარჩევა საარჩევნო კომიტეტის მიერ - 2025 წლის 23 - 24 ივნისი.
- წარმატებული კანდიდატურების ვებგვერდზე გამოქვეყნება - არაუგვიანეს 2025 წლის 25 ივნისი.
- საარჩევნო კამპანიის პერიოდი - 2025 წლის 25 – 29 ივნისი.
- არჩევნების დღე - 2025 წლის 30 ივნისი, 08:00 – 17:30 საათი.
- საბოლოო შედეგების გამოცხადება 2025 წლის 30 ივნისი.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
