თსა-ს სტუდენტები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის

თსა-ს სტუდენტები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის

🗓️ 2025-06-18

"სტუდენტები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის" - გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუკუზანში ჰიპერტენზიის უფასო სკრინინგი და გადაუდებელი დახმარების პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდა.

ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში, თსა-ს აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა ჩაატარეს  ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის) სკრინინგი, რომლის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას უსასყიდლოდ გაეწიათ კარდიოლოგიური კონსულტაცია და ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფია თსა-ს პროფესორის, შორენა ჭუმბურიძის მიერ.

ტრენინგის მეორე დღე დაეთმო პირველადი გადაუდებელი დახმარების საბაზისო უნარ-ჩვევების შესწავლას და პრაქტიკულ ვორქშოპს. 

ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში 50-მდე ადგილობრივმა მოსახლემ ისარგებლა თსა-ს გუნდის მიერ შეთავაზებული სერვისით.

თსა-ს სტუდენტები მარიამ ჯორბენაძე, ნანა ყაჭიური, მარიამ ქევხიშვილი, საბა ჩიქობავა, ელენე ლილუაშვილი, ელენე გუბელაძე სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები არიან და ახორციელებენ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს გურჯაანის რეგიონში (კახეთი), საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, კერძოდ არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პირველადი გადაუდებელი დახმარების უნარ-ჩვევების სწავლებას. პროექტი მოიცავს საინფორმაციო და პრაქტიკულ ღონისძიებებს, მათ შორის ჰიპერტენზიის სკრინინგის ჩატარებას და გადაუდებელი დახმარების ვორქშოპს. ასევე, კახეთის მოსახლეობისთვის სამედიცინო განათლების ხელმისაწვდომობას, რათა შემცირდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკები და შემცირდეს სიცოცხლისთვის საშიში შემთხვევები. პროექტი ასევე მოიცავს სტატისტიკურ კვლევას, რომელიც შეაფასებს მის ეფექტიანობას და შეიძლება გახდეს მოდელი სხვა რეგიონებისთვის.