„WM3R – ნარჩენების მართვა: შემცირება, ხელახლა გამოყენება, გადამუშავება“ — ამ სახელწოდების სოციალური და კულტურული საგრანტო პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა თბილისის სამედიცინო აკადემიაში. ავთანდილ სამადალაშვილისა და მედეა კუსიანის ეს პროექტი ერთ-ერთი გამარჯვებული ინიციატივაა იმ ხუთი იდეიდან, რომელიც სტუდენტური საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.
სამი თვის მანძილზე პროექტმა მრავალფეროვანი აქტივობა გააერთიანა — ჩატარდა 7 საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტრენინგი და ერთი დასუფთავების აქცია. კონფერენციის მიზანი კი იყო განხორციელებული აქტივობების შედეგად მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება როგორც მონაწილეებში, ისე მოწვეულ სტუმრებში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პარტნიორი ორგანიზაციების — „ჩემი ქალაქი მკლავს“, „ტენე“ და „CENN“-ის წარმომადგენლები. პროექტის 14-მა მონაწილემ ინდივიდუალურად წარადგინა პრეზენტაცია მათთვის საინტერესო ეკოლოგიურ თემებზე. თითოეულმა მათგანმა აუდიტორიას გაუზიარა თავისი ხედვა გარემოსდაცვით საკითხებზე. მომხსენებლებს შორის იყვნენ როგორც თსა-ს სტუდენტები, ასევე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.
პრეზენტაციების მოსმენის შემდგომ, ჟიურიმ, რომელიც პროექტის ორგანიზატორების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და თსა-ის ლექტორებისგან შედგებოდა, ერთხმად გამოავლინა ორი გამარჯვებული — ერთი სკოლის მოსწავლე და ერთი სტუდენტი. ამასთან, პარტნიორმა ორგანიზაციებმა თავიანთი რჩეულებიც დაასახელეს და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიების დასასრულს, ყველა მოწვეულმა სტუმარმა და პარტნიორმა დადებითად შეაფასა პროექტი. მათ ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების ჩართულობისა და ეკოლოგიური განათლების მნიშვნელობას. ასევე, სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობაც გამოხატეს.
კონფერენციის ბოლოს, პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებულები და პარტნიორი ორგანიზაციის რჩეულები დამატებით საჩუქრებითაც დაჯილდოვდნენ.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
