თბილისის სამედიცინო აკადემიაში Project IMG-ისა და IMG Unity Collective-ის სკოლის ფილიალი ოფიციალურად გაიხსნა. ეს კი თსა-ს სტუდენტებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ Project IMG-ის მიერ შემოთავაზებული მრავალი სერვისით, საგანმანათლებლო კურსებით, ტრენინგებითა და ვებინარით, ასევე სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ საზოგადოების სამსახურში და საქველმოქმედო საქმიანობაში.
Project IMG არის ექიმთა გლობალური გაერთიანება, რომელიც მხარს უჭერს საერთაშორისო სამედიცინო კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს ისეთ რესურსებზე წვდომაში, როგორიცაა აშშ-ის ექიმის სალიცენზიო გამოცდისთვის (USMLE) მომზადება, კლინიკური როტაციები და კვლევის შესაძლებლობები აშშ-ში.
IMG Unity Collective-ის შექმნა მნიშვნელოვანი ინიციატივაა და გლობალურ ჯანდაცვაში თანასწორობის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. იგი მიზნად ისახავს, რომ მოწყვლადმა მოსახლეობამ საჭირო სამედიცინო მომსახურება დროულად და სრულყოფილად მიიღოს.
ზემოაღნიშნული პარტნიორობა თსა-ს სტუდენტებს, მომავალ ექიმებს ხელს უწყობს კავშირი ჰქონდეთ 90-ზე მეტი ქვეყნის მედიცინის სტუდენტთან.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
