თსა-ს აკადემიური პერსონალისთვის ამერიკელი კოლეგის დოქტორ კირან პანდიტის (MD, MPH) საჯარო ლექცია გაიმართა. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა და მისი მთავარი თემა იყო Beyond Student Evaluations of Teaching and Educator Portfolios: A Multisource, Longitudinal System for Evaluating Teaching, რაც სწავლების შეფასების მრავალწყაროიან და გრძელვადიან მიდგომას ეხებოდა.
შეხვედრის ფარგლებში, დოქტორმა პანდიტმა წარადგინა პრეზენტაცია, სადაც ხაზი გაესვა საკითხს, რომ სტუდენტის მიერ ლექტორის და სწავლების პროცესის შფასება არ უნდა იყოს ერთადერთი ინსტრუმენტი აკადემიური პერსონალის შეფასებისას. პრეზენტაციის დროს მომხსენებელმა აუდიტორიას გაუზიარა გამოცდილება სწავლების ხარისხის შეფასების ალტერნატიული მეთოდების შესახებ და გააცნო კონკრეტული პრაქტიკული მაგალითები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკითხს — როგორ უნდა მოხდეს პედაგოგის პროფესიული იდენტობის (Teacher Identity) ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა აკადემიურ სივრცეში.
კირან პანდიტი არის ვიცე დეკანი ფაკულტეტის განვითარების მიმართულებით ალბერტ აინშტაინის კოლეჯში, (ნიუ-იორკი, აშშ). მას მრავალწლიანი და მრავალმხრივი გამოცდილება აქვს სამედიცინო განათლებაში, ფაკულტეტის განვითარებასა და სასწავლო პროგრამების ინოვაციურ დაგეგმვაში. იგი ამავდროულად ხელმძღვანელობს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას ჯანდაცვის პროფესიებში სწავლების შეფასებისა და შეფასების მიმართულებით. იგი არის არაერთი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და თსა-ს აკადემიური პერსონალისა და დოქტორ პანდიტის თანამშრომლობაც სწორედ მსგავსი კონფერენციის, კერძოდ AMEE -2024 კონფერენციის ფარგლებში დაიწყო გასულ წელს.
ამერიკელ კოლეგასთან სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო თბილისის სამედიცინო აკადემიის ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის მიერ.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
