VOSCE ტრენინგ კურსი თსა-ში

VOSCE ტრენინგ კურსი თსა-ში

🗓️ 2025-07-18

“ციფრული ინსტრუმენტი მედიცინის სკოლის/ფაკულტეტის სტუდენტების კლინიკური მსჯელობის უნარის ობიექტურად სტრუქტურირებული შეფასებისათვის” - თსა-ში  ოთხ დღიანი ტრენინგ კურსი - VOSCE (ვირტუალური OSCE) ჩატარდა.

კურსი განკუთვნილი იყო სამედიცინო განათლების მქონე ნებისმიერი პირისათვის, მიუხედავად მათი გამოცდილებისა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი იყო მათთვის, ვინც ჩართულია სტუდენტების სწავლებასა და შეფასებაში.

ტრენინგს დაესწრო 20 მონაწილე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან (პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU). გარდა ამისა, ტრენინგში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან და ბუხარას სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტიდან.

თეორიული მასალის გაცნობასთან ერთად, ტრენინგის დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ თსა-ს საგამოცდო ცენტრში მონაწილეობა მიეღოთ სიმულაციურ ციფრულ გამოცდაში, ასევე დასწრებოდნენ ობიექტურად სტრუქტურირებულ კლინიკურ გამოცდას აკადემიიის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში. 

ტრენინგის მონაწილეებს მიეცათ საშუალება ჯგუფურად ემუშავათ კლინიკური ქეისების სტრუქტურაზე   სტუდენტთა კლინიკური მსჯელობის შესაფასებალად.

ტრენინგ კურსი მომზადდა თსა-ს პროფესორების მიერ (სპეციალისტები სამედიცინო განათლებაში) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - SAFEMED+ Simulation in Undergraduate MEDical Education for Improvement of Safety and Quality of Patient Care გამოცდილების მიხედვით. SAFEMED+-ის პროექტის მიზანს წარმოადგენდა სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესება, კლინიკური უნარების სწავლების მოდერნიზაცია და კურიკულუმში დანერგვა.

ტრენინგის პროგრამა აკრედიტირებული იყო უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტაციის ევროპული საბჭოს (European Accreditation Council of Continuous Medical Education EACCME®) მიერ და მინიჭებული ჰქონდა 15.5 კრედიტ ქულა. ოთხ დღიანი ტრენიინგის დასრულების შემდგომ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი შესაბამისი EACCME კრედიტ ქულებით.