მედიცინაში პროგრესი თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.
თსა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პარტნიორობას იწყებს.
ტულუზა III-ის პოლ საბატიეს უნივერსიტეტსა და თბილისის სამედიცინო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა.
აღნიშნული უნივერსიტეტი საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ინსტიტუციას წარმოადგენს და ცნობილია წარმატებებით მეცნიერების, კვლევის და სამედიცინო განათლების სფეროებში. ეს თანამშრომლობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის — ერთობლივი სასწავლო პროგრამების, კვლევითი პროექტების და საერთაშორისო მობილობის მეშვეობით.
ეს ნიშნავს მეტი შესაძლებლობის შექმნას სწავლისთვის, სწავლებისთვისა და პროფესიული განვითარებისათვის გლობალურ გარემოში — და მიღებული ცოდნისა და გამოცდილების დაბრუნებას ჩვენს აუდიტორიებში, კლინიკებსა და საზოგადოებაში.
თსა-სთვის დიდი პატივია, რომ ვთანამშრომლობთ ტულუზა III პოლ სებატიეს უნივერსიტეტთან ჯანდაცვის სპეციალისტების ახალი თაობის აღზრდისა და საერთაშორისო სამედიცინო განათლების მომავლის განვითარებაში.
Ce n’est qu’un début — et nous sommes fiers d’avancer ensemble / ეს მხოლოდ დასაწყისია — და ჩვენ ვამაყობთ, რომ ერთად ვდგამთ წინ ნაბიჯებს.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
