თსა-ს სტუდენტური კლუბის „საზოგადოების დამხმარეების“ ხელმძღვანელის ანანო ახობაძის ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესრიტეტის (თსუ) სტუდენტთან თანამშრომლობით ჩატარდა ვორქშოფი სახელწოდებით „Immunize to Protect“, რომელიც მიზნად ისახავდა იმუნიზაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სწორი ინფორმაციის გავრცელებას. ღონისძიებას სხვადასხვა უნივერისტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. დამსწრეებს შორის იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თსუ) და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსა) სტუდენტები.
ვორქშოპში მონაწილეობდა თსა-ს იმუნოლოგიის ლექტორი, მარიამ კვეზერელი, რომელმაც დეტალურად ისაუბრა იმუნიზაციის იმუნოლოგიურ მექანიზმებზე. მასთან, სტუდენტებმა აუდიტორიას მიაწოდეს ინფორმაცია ვაქცინაციის არსის, გავრცელებული მითების და იმუნური დაცვის პროცესის შესახებ. კონკრეტულად განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ვაქცინაციისა და იმუნიზაციის განსხვავება, მეხსიერებითი B და T ლიმფოციტების, ანტიგენწარმდგენი უჯრედებისა და ციტოკინური სიგნალების როლი გრძელვადიანი იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში.
ისტორიულ ასპექტებზე ისაუბრა თსუ-ს სტუდენტმა, რომელმაც ვაქცინაციის ისტორიულ განვითარებასა და წარსულში არსებული იდეოლოგიების გავლენაზე გაამახვილა ყურადღება. ხოლო, სამედიცინო კუთხით აუდიტორიას ვრცელი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თსა-ს სტუდენტმა ანანო ახობაძემ და იმუნოლოგმა მარიამ კვეზერელმა.
პროექტის მიზანი იყო არა მხოლოდ სამედიცინო ცოდნის გავრცელება, არამედ საზოგადოების შეცდომაში შემყვანი სტერეოტიპების და მითების მსხვრევა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კოლექტიური იმუნიტეტის მნიშვნელობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
