2025-2026 მობილობა

2025-2026 მობილობა

🗓️ 2025-08-07

თბილისის სამედიცინო აკადემია, 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, აცხადებს 10 ადგილს მობილობის მსურველი სტუდენტებისათვის, საგანმანათლებლო პროგრამაზე:

-ინგლისურენოვანი მედიცინა (10 ადგილი)

• ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) მობილობაზე რეგისტრაცია განხორციელდება 2025 წლის 25 აგვისტოდან 9 სექტემბრის 18:00 საათამდე.


• მობილობის მსურველ სტუდენტს ერთიან

ეროვნულ გამოცდაზე გადალახული უნდა ჰქონდეს თსა-ში შესაბამის წელს არსებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა საგანში.


• მობილობა განხორციელდება პირველიდან - მეექვსე სემესტრის ჩათვლით.


• სტუდენტმა, რომელიც პორტალზე მოიპოვებს თსა-ში მობილობით ჩარიცხვის უფლებას უნდა მიმართოს თსა-ს დეკანატს განცხადებით და პირადი საქმის ასლებით 15 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა).

• მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
-პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
-სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი;
-პირველ კურსზე ჩარიცხვის ბრძანების ამონაწერი;
-წვევამდელის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
-სრული ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან;
-ცნობა - შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების შესახებ (გაითვალისწინეთ რომ ცნობის დამზადებას დრო სჭირდება, გთხოვთ ცნობა წინსწრებით შეუკვეთოთ)
-სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით გამოცემული ყველა ბრძანებისა სლი/ამონაწერი.

• მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობის დადგენა, აღიარებული კრედიტების სტუდენტებისთვის გაცნობა/თანხმობა - 19 სექტემბრის ჩათვლით.


დამატებით ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 577 508 565 ან მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: tma@tma.edu.ge