ტრენერთა ტრენინგი

ტრენერთა ტრენინგი

🗓️ 2025-08-25

თსა-ს მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა და ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა ზარნაძემ მონაწილეობა მიიღო ტრენერთა ტრენინგის პროგრამაში - Tiny earth Instructor Training, რომელიც ჩატარდა მედისონში, ვისკონსინი (აშშ). აღნიშნული ტრენინგ პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი ყურადღებას ამახვილებს პედაგოგიური უნარების სრულყოფაზე, ლიდერული შესაძლებლობების გაძლიერებაზე და მომავალი პედაგოგების მოსამზადებელი უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ტრენინგ პროგრამის აქცენტი მიკრობიოლოგიასა და მეცნიერების პოპულარიზაციაზე. ამ კომპონენტების ინტეგრაცია მონაწილეებს საშუალებას აძლევს, რთული სამეცნიერო საკითხები ფართო აუდიტორიისთვის გასაგები და საინტერესო ფორმით წარმოაჩინონ. ეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სამეცნიერო წიგნიერების გაღრმავებას, კვლევის საზოგადოებრივ აღქმას და მომავალი თაობის სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის წახალისებას.