Erasmus+ საერთაშორისო მობილობის პროგრამების ფარგლებში ცხადდება კონკურსი ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლების მიზნით არსებული 3 ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად. კონკურსი საშუალებას გაძლევთ, მოკლევადიანი მობილობის პროგრამით ეწვიოთ ლოძის სამედიცინოს უნივერსიტეტს, ჩაატაროთ ლექციები პროგრამით გათვალისწინებული საათობრივი დატვირთვით (არანაკლებ 8 საათისა) და აქტიური მონაწილეობა მიიღოთ დეპარტამენტის საქმიანობის, სწავლების ან კვლევის პროცესში.
მობილობა სრულიად ფინანსდება Erasmus+ პროგრამით და მოიცავს როგორც მგზავრობის ხარჯს, ასევე დღიურ ანაზღაურებას.
მობილობის პერიოდი: პარტნიორ უნივერსიტეტთან შეთანხმებით, არაუგვიანეს 2026 წლის ივნისისა.
მობილობის ენა: ინგლისური
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსა-ს როგორც აკადემიური პერსონალის წევრებს, ასევე მოწვეულ ლექტორებს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 3 ოქტომბრის ჩათვლით შეავსოთ წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმა https://forms.gle/QHJmy8sMFjrhrYcu5
პარტნიორი უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტის სასწავლო პროგრამები შეგიძლიათ იხილოთ აქ: Lodz Medical University - https://studymed.umed.pl/programs/6-year-md-program/?gclid=CjwKCAjw0a-SBhBkEiwApljU0ldhg8hSDij5riOZYbWK3DciTKxz2VWpdEiaFDfmX4IGtvibfvfJLBoCy20QAvD_BwE
დაინტერესებული კანდიდატებისათვის 2025 წლის 26 სექტემბერს გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ელექტრონულ ფორმატში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@tma.edu.ge
გისურვებთ წარმატებას!
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
