We use cookies for site functionality and analytics. Non-essential cookies load only with your consent. See our
Cookie Policy and
Privacy Policy.
ცხადდება კონკურსი სარეზიდენტო პროგრამის შემდეგ მიმართულებებზე:
რადიოლოგია (3 მაძიებელი)
რეპროდუქტოლოგია (1 მაძიებელი)
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა :
- ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად მინიჭებული ქულა;
- ტესტი სპეციალობაში და გასაუბრება საგამოცდო კომისიასთან;
- ინგლისურ ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტი (იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს)
რეზიდენტურაში ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების მიღებისა და შიდა საგამოცდო პროცედურების ჩატარების ვადები:
- პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების მიღება განხორციელდება 2025 წლის 10 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.
- პროგრამა რადიოლოგიის მიმართულებით ტესტირება და გასაუბრება პროფესიაში ჩატარდება 2025 წლის 23 ოქტომბერს.
- პროგრამა რეპროდუქტოლოგიის მიმართულებით ტესტირება და გასაუბრება პროფესიაში ჩატარდება 2025 წლის 24 ოქტომბერს.
- ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტირება ჩატარდება 2025 წლის 27 ოქტომბერს. (ტესტირება განკუთვნილია მათთვის, ვინც ვერ წარმოადგენს B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს)
პროფესიული მზადების პირველი წლის მოდულების განხორციელება ორივე პროგრამისთვის დაიწყება 2025 წლის 1 ნოემბრიდან.
ასატვირთი დოკუმენტები:
- ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან შესაბამისი ცნობა;
- უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დასრულების დიპლომი;
- რეზიუმე (CV);
- პირადობის მოწმობა/პასპორტი;
- ინგლისურ ენის ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
- ფოტო
გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: რეგისტრაცია დასრულებულია
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: residency@tma.edu.ge
გისურვებთ წარმატებას!
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
