ვორქშოპი - „შეფასება სამუშაო ადგილზე (WPBA – Mini-CEX და CbD)“

ვორქშოპი - „შეფასება სამუშაო ადგილზე (WPBA – Mini-CEX და CbD)“

🗓️ 2025-10-15

თბილისის სამედიცინო აკადემიის ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტისა და პროგრამების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა ვორქშოპი თემაზე: „შეფასება სამუშაო ადგილზე (WPBA – Mini-CEX და CbD)“.

ვორქშოპის მიზანი იყო კლინიკური სასწავლო კურსების განმახორციელებელი ლექტორებისთვის სამუშაო ადგილზე შეფასების თანამედროვე მეთოდების WPBA – Mini-CEX და CbD- გაცნობა და ათვისება.

პროგრამის თანახელმძღვანელმა, კახა ბრეგვაძემ, მონაწილეებს გააცნო სამუშაო ადგილზე შეფასების კონცეფცია, მისი მნიშვნელობა კლინიკური სწავლების პროცესში, საერთაშორისო გამოცდილება და აკადემიაში ამ მეთოდების დანერგვის გეგმა.

ვორქშოპის განსაკუთრებული ნაწილი დაეთმო Mini-CEX-ის სიმულაციურ სცენარს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაკვირვებოდნენ სტუდენტისა და პაციენტის კომუნიკაციის, ასევე, ანამნეზის შეგროვების პროცესს და შემდეგ სტუდენტებისთვის მიეცათ კონსტრუქციული უკუკავშირი.

დისკუსიის ფორმატში მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ემპათიის რუკისა და ეფექტური უკუკავშირის მიცემის პრინციპებზე.