თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებმა ნანუკა ყაჭიურმა და მარიამ ქევხიშვილმა ახალგაზრდა მკვლევართა სიმპოზიუმზე კვლევა წარადგინეს. სტუდენტები გერმანიაში, ბერლინის აკონის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიწვევით იმყოფებოდნენ. კვლევა გერმანელი და ქართველი სტუდენტების თანამონაწილეობით ხორციელდება. გერმანიაში გამგზავრებამდე, კვლევაზე სამუშაოდ თბილისის სამედიცინო აკადემიას გერმანელი სტუდენტებიც სტუმრობდნენ. ექვს თვიანი კვლევის მიზანია თბილისის მოსახლეობაში ჰაერის დაბინძურებისა და მისი ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ ცოდნის, ჯანმრთელობის რისკის აღქმისა და პრაქტიკის შეფასება.
სიმპოზიუმის ფარგლებში, თსა-ს სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ახალგაზრდების კვლევებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გაეზიარებინათ გამოცდილება და დაემყარებინათ ახალი სამეცნიერო თუ კულტურული კავშირები, რაც სამომავლოდ დაეხმარებათ მათ საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაში.
„ამ გამოცდილებამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ჩვენი ხედვა კვლევითი საქმიანობისადმი, შეგვძინა ახალი ცოდნა და უნარები, გაგვაძლიერა როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად და კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა, რომ აქტიურად განვაგრძოთ საქმიანობა კვლევითი კუთხით, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში“ - აღნიშნა თსა-ს სტუდენტმა ნანუკა ყაჭიურმა.
სიმპოზიუმის პარალელურად, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ ვირხოვის პრიზის ცერემონიას, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს იმ ადამიანებს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა გლობალურ ჯანმრთელობაში.
ამასთან, თსა-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ჯანმრთელობის მსოფლიო სამიტში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფორუმში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში. სამიტი აერთიანებს მეცნიერებს, სამედიცინო ექსპერტებს და პოლიტიკის შემმუშავებლებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რათა განიხილონ ისეთი თემები, როგორებიცაა კლიმატი და ჯანმრთელობა, თანასწორობა, ინოვაციები და ციფრული მედიცინა.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
