USMLE-ის ვორქშოპი თსა-ში

USMLE-ის ვორქშოპი თსა-ში

🗓️ 2025-10-24

ფიქრობ აშშ-ის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის (USMLE) ჩაბარებას, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო? ამ სახელწოდების ვორქშოპი გაიმართა თსა-ში, რომელსაც აკადემიის კურსდამთავრებული გიორგი ამირიძე უძღვებოდა. გიორგიმ წარმატებით ჩააბარა USMLE-ის Step 1 და საკუთარი გამოცდილება სტუდენტებს გაუზიარა. ისაუბრა თუ რა მასალა და რესურსი დაეხმარა მას ყველაზე მეტად გამოცდის ჩაბარებაში, რამდენი ხანი ემზადებოდა, როგორი იყო მისი სასწავლო რუტინა და ა.შ. ამასთან, სტუდენტებს მისცა ის პრაქტიკული რჩევები, რომლებიც მათ მიზნის მიღწევაში დაეხმარებათ. 

“ვორქშოპი ძალიან სასარგებლო იყო, განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, ვინც ეს უკვე გაარა. სამწუხაროდ, მე ამ დრომდე არავის ვიცნობდი, ვისაც ჩაბარებული აქვს ეს გამოცდა და შესაბამისად, წარმოდგენა არ მქონდა, რა მჭირდებოდა. მქონდა რამდენიმე იდეა, მაგრამ ზუსტად იმის ცოდნა, თუ რა უნდა გავაკეთო, ძალიან დამეხმარება. მადლობა შესანიშნავი ვორქშოპისთვის” - აღნიშნა თსა-ს სტუდენტმა პაშა ხოსროვმა.