კულტურათაშორისი ხიდი: მაროკო და საქართველო

კულტურათაშორისი ხიდი: მაროკო და საქართველო

🗓️ 2025-10-27

თსა-ს კულტურის კლუბის ორგანიზებითა და  მაროკოს ალ ჰოსეიმას გამოყენებითი მეცნიერებების ეროვნული სკოლის მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაცვლა და კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა. 

ამჯერად, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ორი ქვეყნის — საქართველოსა და მაროკოს — მდიდარი ისტორია და მრავალფეროვანი კულტურა. 

ინიციატივის ფარგლებში, მონაწილეებს  შესაძლებლობა მიეცათ უკეთ გასცნობოდნენ ერთმანეთის ისტორიას, ტრადიციებსა და თანამედროვე კულტურას. საქართველოდან პრეზენტაციები წარადგინეს სტუდენტებმა თამარ დანდურიშვილმა და ლიზი მოყვანიძემ, ხოლო მაროკოს კულტურის შესახებ ინფორმაცია თანატოლებს ფატიმა აჩბუტმა გაუზიარა. საქართველოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქართული კულტურის თავისებურებებსა და ტრადიციულ ღირებულებებზე, ხოლო მაროკოს სტუდენტებმა წარმოადგინეს თავიანთი ქვეყნის უნიკალური მემკვიდრეობა.