სემესტრული გაცვლითი პროგრამა სარაევოს უნივერსიტეტში, ბოსნია-ჰერცეგოვინა

სემესტრული გაცვლითი პროგრამა სარაევოს უნივერსიტეტში, ბოსნია-ჰერცეგოვინა

🗓️ 2025-10-28

თსა-ს სტუდენტების საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს რეგისტრაცია სემესტრული გაცვლითი შესაძლებლობებისთვის ბილატერალური თანამშრომლობის ფარგლებში სარაევოს უნივერსიტეტში (University of Sarajevo), ბოსნია-ჰერცეგოვინა.

პროგრამის ხანგრძლივობა - 5 თვე

გაცვლითი პროგრამა ხორციელდება თსა-ს ნაწილობრივი ფინანსური მხარდაჭერით და ითვალისწინებს თვიურ სტიპენდიას 300 ევროს ოდენობით

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ თსა-ს მედიცინის და უცხოენოვანი მედიცინის პროგრამის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ VI და მომდევნო სემესტრებში და რომელთა ბოლო სემესტრის GPA-ც აღემატება5-ს

რეგისტრაცია მიმდინარეობს 7 ნოემბრის 18:00-მდე.

კანდიდატების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი განაცხადის და გასაუბრების საფუძველზე, თსა-ს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/P4Uct1Fi9ZTC7DdWA

დამატებითი კითხვებისთვის: international@tma.edu.ge