თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტური ასოციაციის თანამონაწილეობით თსა-მ საქველმოქმედო ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიება ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში გაიმართა და ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება, ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის გაზრდა და პაციენტთა მხარდაჭერის გაძლიერება.
თემაზე სასაუბროდ, თსა-ში მოწვეული იყო – მამოლოგი, ენდოკრინული ქირურგი, კანისა და რბილი ქსოვილების ქირურგი, ონკოლოგი სოსო სანიკიძე. მომხსენებლმა ისაუბრა ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე და იმ ურთიერთობაზე, რომელიც ყალიბდება პაციენტსა და ექიმს შორის. განიხილა ძუძუს კიბოს სიმპტომატიკა, გამოვლენის ნიშნები და დროული დიაგნოსტიკის აუცილებლობა. “მოხარული ვარ, რომ მქონდა შეხვედრა სტუდენტებთან, მომავალ კოლეგებთან. მოგეხსენებათ, რომ ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა და ჩვენ ვისაუბრეთ რა მნიშვნელობა აქვს დროულ დიაგნოსტირებას, თვითგასინჯვას, სკრინინგული თუ რადიოლოგიური კვლევების ჩატარებას. სტუდენტების მხრიდან იყო მაღალი ინტერაქცია, რაც სასიხარულოა. მნიშვნელოვანია, რომ მცირე წვლილი მაინც შევიტანოთ მათ განვითარებაში, მივცეთ სწორი პოზიციონირება პროფესიის არჩევის თვალსაზრისით. ვინაიდან, ზოგადად მედიცინა, მათ შორის ონკოლოგია, არის საკმაოდ რთული დარგი“ - აღნიშნა სოსო სანიკიძემ.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა „ევროპა დონა საქართველოს“ რეგიონალური დირექტორი და კავკასიის ონკო-საზოგადოება „ჰოუფის“ საბჭოს წევრი, ჟანა ბაბუნაშვილი. მან აუდიტორიას გაუზიარა თავისი პირადი ისტორია, ისაუბრა გზაზე, რომელიც გაიარა დიაგნოზის დასმიდან მკურნალობის ყველა ეტაპამდე, და განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი გამოწვევებსა და მიღწევებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ თსა-ს სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი. ასევე, საქართველოს ყრუთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მაია მეტონიძე, და კავშირის წევრები, რომელთაც, ჟესტური ენის თარჯიმანი სინქრონში უთარგმნიდა ღონისძიების მიმდინარეობას. ეს კი შეხვედრას უფრო ინკლუზიურს და ხელმისაწვდომს ხდიდა ყველა მონაწილესთვის.
“დღეს ჩვენ ერთად აღვნიშნეთ „ვარდისფერი ოქტომბერი“. ამასთან დაკავშირებით თსა-ში გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება. შემოსული თანხა კი სრულად გადაირიცხება ორგანიზაცია “ჰოუფში”, რათა დაეხმარონ ონკოპაციენტებს.
„მე, როგორც აკადემიის კურსდამთავრებული და ექიმი, ჩემს მომავალ კოლეგებთან ერთად, რომლებიც ჩემს გვერდით მუშაობენ, ვთვლი, რომ პაციენტების მხარდაჭერა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა. ექიმები, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულნი იმ ადამიანების დახმარებაში, რომლებიც ჩვენს მხარდაჭერას საჭიროებენ“ - აღნიშნა თსა-ს კურსდამთავრებულმა, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტური ასოციაციის პრეზიდენტმა, ანა გაბრიჭიძემ.
საღამო დასრულდა ჯგუფი “მგზავრების” კონცერტით. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კი სრულად გადაირიცხა კავკასიის ონკო-საზოგადოება “ჰოუფში“, რომელიც აერთიანებს ქალებს, რომელთაც დაამარცხეს ძუძუს კიბო ან ამჟამად გადიან ამ გზას.
ღონისძიების მხარდამჭერი იყო “პეპსი” და “დანკინ დონატსი”.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
