თსა აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
მოლეკულური ონკოლოგია
2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
მოლეკულური და ციფრული პათოლოგია
2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
პერსონალიზებული მედიცინა (პერსონალიზებული ონკოლოგია, ფარმაკოგენომიკა, ტრანსლაციური მედიცინა და სხვა)
4 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
პრევენციული მედიცინა
2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
ციფრული ჯანდაცვა და მონაცემთა ანალიზი
2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
ბიომედიცინა
2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
ნეირო და ქცევითი მეცნიერებები
2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
დერმატოლოგია
2 პროფესორი
პარაზიტოლოგია
1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი
რეპროდუქტოლოგია
1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა
2 პროფესორი, 2 ასოცირებული-პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
კლინიკური უნარ-ჩვევები
1 ასოცირებული პროფესორი
გენეტიკა, ბიოქიმია
2 ასისტენტი
სასამართლო მედიცინა
2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
კარდიოლოგია
1 ასოცირებული პროფესორი
ოტორინოლარინგოლოგია
2 ასოცირებული პროფესორი
ანატომია
1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
კლინიკური ფარმაკოლოგია
1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტპროფესორი
ქირურგია
1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
ტრავმატოლოგია
1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
ფსიქიატრია
1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
ნევროლოგია
1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
ოფთალმოლოგია
1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
უროლოგია
1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
ინფექციური სნეულებები
1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
მეანობა-გინეკოლოგია
1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
შინაგანი - მედიცინა
1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
რეაბილიტაცია
1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
- პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
- CV ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- ნასამართლეობის ცნობა;
- კონკურსში მონაწილობის ყველა მსურველისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა, რომელიც უნდა დასტურდებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთით:
- ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილებით;
- საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელებით არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
- საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელებით არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
- ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულებით;
- ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert).
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
- მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
- სულ მცირე 6 წლის პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
- სამოტივაციო წერილი თანამდებობის დასაკავებლად (არაუმეტეს 2 გვერდი);
- დისციპლინის სწავლების კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი);
- კვლევის კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი);
- ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
- ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
- სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი წარმოდგენილი უნდა იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში);
- კლინიკური მიმართულებით კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 9 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
- მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
- სულ მცირე 3 წლის პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
- დისციპლინის სწავლების კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი);
- კვლევის კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი);
- სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში);
- ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
- ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
- კლინიკური მიმართულებით არჩევის პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამის საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 5 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
- მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
- სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
- დისციპლინის სწავლების კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი);
- კვლევის კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი);
- კლინიკურ მიმართულებაზე კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 3 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილებს დამადასტურებელი დოკუმენტი;
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
- მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ის ასლები;
- დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა;
- რეკომენდაცია შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების 1 (ერთი) პროფესორის/ასოცირებული პროფესორისაგან;
პირი, რომელსაც არ აქვს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, შესაძლებელია იქნეს არჩეული პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით, რაც უნდა დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით და/ან პუბლიკაციებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების ყველა მსურველმა (მიუხედავად დასაკავებელი აკადემიური თანამდებობისა) სასურველია წარმოადგინოს:
- ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის/თანაავტორობის დამადასტურებელი ცნობა;
- გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი ასლი;
- აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
- სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზენტობა;
- სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
- ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
- სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;
საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 05 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tma.edu.ge
კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 18 დეკემბერს.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
