თსა აცხადებს აპლიკანტების მიღებას სადოქტორო პროგრამებზე - „მედიცინის მეცნიერებები“ და „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ შემდეგი სადოქტორო კვლევების განსახორციელებლად:
- Effects of deep brain stimulation of hippocampal cortical and subcortical inputs with different electrical parameters on memory function in rats with cognitive impairment (სამეცნიერო ხელმძღვანელი - გელა ბესელია, სადოქტორო პროგრამა - მედიცინის მეცნიერებები)
- Reflective portfolio as a tool for learning and assessment of professionalism in undergraduate medical education (სამეცნიერო ხელმძღვანელი - მაია ზარნაძე, სადოქტორო პროგრამა - მედიცინის მეცნიერებები
- Patient safety through integration of digital health in medical curricula (სამეცნიერო ხელმძღვანელი - ეკატერინე კლდიაშვილი, სადოქტორო პროგრამა - მედიცინის მეცნიერებები)
- Advancing patient safety through implementation of multidisciplinary clinical team models (სამეცნიერო ხელმძღვანელი - ეკატერინე კლდიაშვილი, სადოქტორო პროგრამა - მედიცინის მეცნიერებები)
- Assessment of behavioral and clinical characteristics of patients enrolled in the Hepatitis B treatment program (სამეცნიერო ხელმძღვანელი - გიორგი კამკამიძე, სადოქტორო პროგრამა - საზოგადოებრივი ჯანდაცვა).
სადოქტორო პროგრამებზე სწავლება წარმოებს ინგლისურ ენაზე
სადოქტორო პროგრამებზე მიღების პროცესი სამ ეტაპიანია და გულისხმობს:
- აპლიკანტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენას
- აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შეფასებას კომისიის მიერ
- აპლიკანტის გასაუბრებას კომისიასთან.
სადოქტორო პროგრამაზე „მედიცინის მეცნიერებები“ სწავლის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის - დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაციის (MD) ფლობის დამადასტურებელი საბუთის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- 2 ფოტოსურათი;
- დ) ავტობიოგრაფია (CV) ინგლისურ ენაზე;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ სერტიფიკატს (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert) ან მაგისტრატურის ან მასთან გათანაბრებული ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს.
- მედიცინის მეცნიერებების მიმართულებით გამოქვეყნებული ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
- შევსებული განაცხადი ინგლისურ ენაზე
სადოქტორო პროგრამაზე „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ სწავლის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის - ბიოლოგიის /სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების, ვეტერინარიის, სტომატოლოგიის, მედიცინის, საექთნო საქმის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, პროფესიული უსაფრთხოების კვალიფიკაციის ფლობის დამადასტურებელი საბუთის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- 2 ფოტოსურათი;
- ავტობიოგრაფია (CV) ინგლისურ ენაზე;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ სერტიფიკატს (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert) ან მაგისტრატურის ან მასთან გათანაბრებული ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს.
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით გამოქვეყნებული ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
- შევსებული განაცხადი ინგლისურ ენაზე
საბუთების მიღება წარმოებს 2025 წლის 07 ნოემბრიდან 2025 წლის 18 დეკემბრამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე research@tma.edu.ge
სადოქტორო პროგრამებზე სწავლების და ასევე შემოთავაზებული სადოქტორო კვლევების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად 2025 წლის 25 ნოემბერს, 15:45 სთ-ზე თსა-ს საკონფერენციო დარბაზში (მე-2 სართული) ჩატარდება ღია კარის დღე.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
