სამუშაო მივლინება - სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი

სამუშაო მივლინება - სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი

🗓️ 2025-11-17

თსა-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალის საყურადღებოდ!

Erasmus+ საერთაშორისო მობილობის პროგრამების ფარგლებში, თსა-ს პარტნიორი და ესპანეთის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი - სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (University of Santiago de Compostela) გთავაზობთ ერთ კვირიან სამუშაო მივლინების შესაძლებლობას, რომელიც ითვალისწინებს 2025/2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობას პარტნიორ უნივერსიტეტში ლექციების ჩატარებას არანაკლებ 8 აკადემიური საათისა.

მობილობა სრულიად ფინანსდება ევროკავშირის გრანტით და თავის მხრივ მოიცავს როგორც მგზავრობის და განთავსების ხარჯებს, ასევე დღიურ ანაზღაურებას.

მობილობის ხანგრძლივობა განისაზღვრება 5 სამუშაო დღით (+2 დღე მგზავრობისათვის). სამუშაო პროცესი წარიმართება ინგლისურ ენაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 12 დეკემბრის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა https://forms.gle/norAngKX4TvGNwsz7 და თან დაურთოთ აპლიკაციას თქვენი CV.

 გაითვალისწინეთ! აპლიკაცია აუცილებლად შევსებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე! წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება!

წარმოდგენილი განაცხადებიდან თსა-ს შესარჩევი კომიტეტის მიერ განისაზღვრება წინასწარი სია, ხოლო საბოლოო კანდიდატის შერჩევა წარმოებს უშუალოდ ესპანური მხარის მიერ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სასწავლო პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.usc.gal/en/studies/degrees/health-sciences/medicine-degree

დაინტერესების ან შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@tma.edu.ge

გისურვებთ წარმატებას!