ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის შეხვედრა

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის შეხვედრა

🗓️ 2025-11-19

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) თემატური სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრას ლინშოპინგის უნივერსიტეტმა (შვედეთი) უმასპინძლა. თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის სახელით, შეხვედრას ესწრებოდნენ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მაკა ზარნაძე და სამედიცინო განათლებისა და კვლევის სპეციალისტი დეა გოდერძიშვილი.

შეხვედრა მიზნად ისახავდა პერსონალის განვითარებისა და ტრანსნაციონალური თანამშრომლობის გაძლიერების ჩარჩოს შექმნასა და დასრულებას. ასევე, 2026 წლის თებერვალში ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სწავლა/სწავლების ფორუმისათვის ვორქშოპის მომზადებას.

2025 წლის გაზაფხულიდან თსა-ს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტი მონაწილეობს EUA-ის თემატური სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, რომელიც ორიენტირებულია პერსონალის განვითარების ხელშეწყობასა და ტრანსნაციონალური თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

აღნიშნული ჯგუფი აერთიანებს ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. კერძოდ, ლინშეპინგის უნივერსიტეტი (შვედეთი), ბოხუმის რურის უნივერსიტეტი (გერმანია), კოტ დ’აზურის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), უელვას უნივერსიტეტი (ესპანეთი), ვარვიკის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), AAB კოლეჯი (კოსოვო), ალექსანდრე მოისიუს უნივერსიტეტი (ალბანეთი), სომხეთის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (სომხეთი) და სხვა. თსა ჯგუფში წარმატებული აპლიკაციის საფუძველზე მოხვდა და აქტიურად მონაწილეობს სამუშაო პროცესში, რომელიც მიზნად ისახავს პერსონალის განვითარების საუკეთესო მოდელებისა და ინსტიტუციური პრაქტიკების გაზიარებას.