ვორქშოპი კარდიოლოგიით დაინტერესებულთათვის

ვორქშოპი კარდიოლოგიით დაინტერესებულთათვის

🗓️ 2025-12-11

კარდიოლოგიით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) ასოცირებულმა პროფესორმა, კარდიოლოგმა ანა რეხვიაშვილმა ვორქშოპი ჩაატარა. მომხსენებელმა ისაუბრა კარდიოლოგობამდე მისასვლელ გზებზე და წარადგინა სხვადასხვა საინტერესო კლინიკური შემთხვევა. 

შეხვედრის ფარგლებში, სტუდნეტებმა იმუშავეს ელექტროკარდიოგრაფიისა (ეკგ) და ექოკარდიოგრაფიის ინტერპრეტაციაზე, ასევე გაიმართა ინტელექტუალური თამაში Kahoot.

ვორქშოპმა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია მონაწილეებს შორის, რადგან შეხვედრა არა მხოლოდ თეორიულ ნაწილს, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებასაც მოიცავდა. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ რეკომენდაციები და ემსჯელათ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც მომავალი კარდიოლოგები პროფესიულ გზაზე დგამენ პირველ ნაბიჯებს. 

ღონისძიება ორგანიზებული იყო თსა-ს სტუდენტების — გვანცა ომიაძის (საქართველოს სტუდენტთა კარდიოლოგიის ასოციაციის დირექტორი), ლიკა კეკელიძისა და პაპუნა სირბილაძის (დამფუძნებლები) — მიერ; ასოციაციამ ოფიციალური რეგისტრაცია უკვე გაიარა და მოიპოვა არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი.

შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა თანატოლებს გაუზიარეს ასოციაციის მისია და მიზნები. კერძოდ, ასოციაციის მიზანია კარდიოლოგიით დაინტერესებული სტუდენტების გაერთიანება, განათლების ხელშეწყობა და კვლევითი-საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარება.

ღონისძიების შემდეგ მონაწილეებმა გააზიარეს პოზიტიური უკუკავშირი:

‘’ძალიან კარგია და საინტერესო, ისეთ თემებს განიხილავენ, რაც აქტუალურია და აუცილებელი, რომ კარდიოლოგმა იცოდეს’’.

‘’ველი მეტ საინტერესო აქტივობას, დაავადებების მკურნალობის გაიდლაინებსა და მათი ეტიოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას’’.

მონაწილეთა თქმით, მსგავსი ღონისძიებები მათ მოტივაციასა და ინტერესს ზრდის კარდიოლოგიის მიმართ, ამიტომ დიდი სურვილი აქვთ, რომ მსგავსი აქტივობები მომავალშიც გაგრძელდეს.

ასოციაციის ლოგანია: გავერთიანდეთ, ვისწავლოთ, შევქმნათ და გავიზარდოთ — ერთად გულისთვის!