შიზოფრენია და სხვა ფსიქოზური აშლილობები

შიზოფრენია და სხვა ფსიქოზური აშლილობები

🗓️ 2025-12-17

თბილისის სამედიცინო აკადემიამ (თსა) ფსიქოთერაპევტს, კლინიცისტ ლანა რუაძეს უმასპინძლა, რომელიც სტუდენტებს ესაუბრა თემაზე: „შიზოფრენია და სხვა ფსიქოზური აშლილობები“.

შიზოფრენია ფსიქიატრიული დაავადებაა, რომელიც მოქმედებს როგორც ფსიქიკურ, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა დაავადების თანამედროვე მიდგომებზე, დიაგნოსტიკისა და მართვის თავისებურებებზე.

შეხვედრის მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ უახლეს საერთაშორისო კვლევებსა და თანამედროვე კლინიკურ მიდგომებს, რომელთა პრაქტიკაში დანერგვაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებას.