CIMED-ის ხელმძღვანელების ვიზიტი თსა-ში

CIMED-ის ხელმძღვანელების ვიზიტი თსა-ში

🗓️ 2025-12-26

თბილისის სამედიცინო აკადემიას (თსა), სამედიცინო განათლების ინოვაციების ცენტრის (CIMED) ხელმძღვანელები –  პროფესორი ჟოზეტ დენეკენსი და   პროფესორი ჰერმან ვან როსუმი სტუმრობდნენ.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები თსა-ს საგანმანათლებლო  პროგრამების ხელმძღვანელებთან, მედიცინის სკოლის დეკანთან, ხარისხის უზრუნვეყოფის სამსახურთან  და კლინიკური მსჯელობის ხაზის განმახორციელებელ გუნდთან. შეხვედრების დროს განიხილეს აკადემიაში დანერგილი საგანმანათლებლო ინოვაციების შედეგები, გაანალიზდა პედაგოგებისა და სტუდენტებისგან მიღებული უკუკავშირი და შეფასდა მათი გავლენა სასწავლო პროცესის ხარისხზე.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად CIMED-ის წარმომადგენლებმა განიხილეს ინოვაციების დანერგვისა და მონიტორინგის მექანიზმები.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები დაესწრნენ კლინიკური მსჯელობის სესიას, რის შემდეგაც ლექტორს მიაწოდეს კონსტრუქციული უკუკავშირი სწავლების მეთოდოლოგიისა და სტუდენტთა ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით.

ასევე, აკადემიური და მოწვეული ლექტორებისთვის ჩატარდა ვორქშოფი თემაზე:
„PSII Curriculum: Patient-Centered, Student-Centered, Inquiry-Based, Integrated Curriculum – The Way to Teach Tomorrow’s Doctors, Doctors Fit for Purpose“.
ვორქშოფის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტზე და პაციენტზე ორიენტირებული, ინტეგრირებული სასწავლო პროგრამის მნიშვნელობას, კლინიკური მსჯელობის განვითარებასა და რეფლექსიის როლს თანამედროვე სამედიცინო განათლებაში.